EULA – სალიცენზიო ხელშეკრულება

  1. ზოგადი დებულებები
    1. წინამდებარე სალიცენზიო ხელშეკრულება განსაზღვრავს შპს ,,ფლაგინს“-ოს მიერ შექმნილი და ინტერნეტ ქსელის მისამართზე – plugins.ge ელექტრონული ფორმით განთავსებული პროგრამული პროდუქტ(ებ)ის სარგებლობის უფლების მინიჭების წესს.
    2. გთხოვთ, რეგისტრაციის გავლამდე და/ან პროგრამული პროდუქტის შეძენამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პირობებს.
    3. ინტერნეტ ქსელის მისამართზე – plugins.ge რეგისტრაციითა და პროგრამული პროდუქტ(ებ)ის ღირებულების გადახდით, დაყენებით ელექტრონულ მოწყობილობაზე, მისი კოპირებით, ან მასთან მუშობის დაწყებით (ინსტალაცია, გადმოწერა ან სხვაგვარი გამოყენება), თქვენ იძლევით თანხმობას შეასრულოთ წინამდებარე ხელშეკრულების ყველა პირობა. ეს ნიშნავს, რომ თუ პირმა განახორციელა ზემოხსენებული ერთი პროცედურა მაინც მიიჩნევა, რომ მან მიიღო ხელშეკრულება, რაც უთანაბრდება სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებას წინამდებარე ხელშეკრულების პირობებით. ამასთან ხელშეკრულებასთან მიერთება ნიშნავს თანხმობას პროგრამული პროდუქტის გამოყენების კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, რომელიც განთავსებულია ინტერნეტის ქსელში მისამართებზე plugins.ge/privacy-policy/.
    4. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით ხელშეკრულების პირობებს, თქვენ არ გაქვთ იურიდიული უფლება ისარგებლოთ პროგრამული პროდუქტით. ასეთ შემთხვევაში არ დააყენოთ (გადმოწეროთ ან გამოიყენოთ) პროგრამული პროდუქტ(ებ)ი ელექტრონულ მოწყობილობაზე.
  2. გამოყენებული ტერმინების განმარტებები – წინამდებარე ხელშეკრულებიაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
    1. ხელშეკრულება – ეს ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულების ნებისმიერი დანართ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილება-დამატებ(ებ)ი.
    2. ღირებულება – თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მომხმარებელმა წინამდებარე სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
    3. მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს ინტერნეტ ქსელის მისამართზე plugins.ge განთავსებული პროგრამული პროდუქტ(ებ)ით მისი ღირებულების გადახდის სანაცვლოდ.
    4. პროგრამული პროდუქტი – ინტერნეტ ქსელის მისამართზე https://plugins.ge/ განთავსებული პროგრამული პროდუქტ(ებ)ი, რომელიც წარმოადგენს ტექნიკური, პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის საშუალებებისა და მასალების ერთობლიობას, ასევე მეთოდებისა და ალგორითმების (პროგრამული კოდი) ერთობლიობას, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის ურთიერთქმედებას და განკუთვნილია მისი სისტემატიზაციის, შენახვის, დამუშავებისა და ტრანსფორმაციისათვის ალგორითმების თანახმად.
    5. დომენი – ინტერნეტ მისამართის უნიკალური დასახელება, რომელიც მიუთითებს საიტზე ან ელექტრონულ მისამართზე.
    6. ვებ-გვერდი – ელექტრონული ინფორმაციის წყარო, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საინფორმაციო საფუძველს. იგი შეიცავს ჰიპერტექსტებს, რომელთა საშუალებითაც ხდება სხვადასხვა დოკუმენტის მოძიება და კავშირი.
    7. ლიცენზია – პროგრამული პროდუქტ(ებ)ით სარგებლობის უფლება, რომელიც მინიჭებულია ერთ მომხმარებელზე (დომენზე) დადგენილი ვადით.
    8. მხარე/მხარეები – შპს ,,ფლაგინს“ და მომხმარებელი კონტექსტის შესაბამისად.
    9. მესამე პირი – წინამდებარე ხელშეკრულების მხარეების გარდა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირ(ებ)ი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც არ წარმოადგენს/წარმოადგენენ იურიდიულ პირებს.
    10. „დღე“, „კვირა“, „თვე“ – კალენდარული დღე, კვირა, თვე.
    11. ხელშეკრულებაში გამოყენებული ყველა სხვა ტერმინი გამოიყენება და განიმარტება კანონმდებლობის შესაბამისად.
  3. ხელშეკრულების საგანი
    1. წინამდებარე ხელშეკრულებით შპს ,,ფლაგინს“ მომხმარებელს გადასცემს პროგრამული პროდუქტით სარგებლობის უფლებას.
    2. სარგებლობის უფლება მომხმარებელს გადაეცემა იმ პროგრამულ პროდუქტებზე რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე https://plugins.ge/ და რომელზეც მომხმარებელი გადაიხდის შესაბამის ღირებულებას ელექტრონული ფორმით საბანკო პლასტიკური ბარათის ან/და საბანკო გადარიცხვის ან/და ვებ-გვერზე დაშვებული სხვა საშუალებების მეშვეობით.
  4. პროგრამული პროდუქტით სარგებლობის წესები და პირობები
    1. პროგრამული პროდუქტზე წვდომის მისაღებად საჭიროა შპს ,,ფლაგინს“-ს ვებ-საიტზე რეგისტრაციის პროცედურის გავლა დამოუკიდებლად ინტერნეტის ქსელის გამოყენებით და პროგრამული პროდუქტით სარგებლობის ღირებულების გადახდით.
    2. რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელი უფლებამოსილია განახორციელოს სასურველი პროგრამული პროდუქტის სარგებლობის უფლების შეძენა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით.
    3. ვებ-საიტზე რეგისტრაცია და პროგრამული პროდუქტის სარგებლობის ღირებულების გადახდა წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან სრულ და უპირობო მიერთებას.
    4. მომხმარებელს პროგრმულ პროდუქტზე სარგებლობის უფლება გადაეცემა 01 (ერთი) წლის ვადით, რომლის გაგრძელება შესაძლებელია დამატებიტითი ერთი წლის ღირებულების გადახდით.
    5. პროგრამული პროდუქტით სარგებლობის უფლება ვრცელდება იმ პროგრამულ პროდუქტზე და პროგრამული პროდუქტის იმდენ ეგზემპლარზე, რამდენზეც მომხმარებელი გადაიხდის შესაბამის ღირებულებას.
    6. პროგრამულ პროდუქტში ცვლილებების შეტანა შეუძლია მხოლოდ შპს ,,ფლაგინს“-ს. დაუშვებელია მომხმარებლის მიერ საკუთარი ან გარე რესურსებით პროგრამულ პროდუქტში ცვლილების შეტანა.
    7. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამული პროდუქტის და/ან თანმხლები დოკუმენტაციის, დაცვის საშუალებების და პროდუქტის სხვა მაკომპლექტებელი ნაწილების დაცვა როგორც საკუთარი თანამშრომლების, ასევე მესამე პირების მიერ უკანონო (არადანიშნულებისამებრ) გამოყენებისა და ხელყოფისაგან.
    8. დაუშვებელია მომხმარებლის მიერ პროგრმულ პროდუქტზე სარგებლობის უფლების მესამე პირზე გადაცემა/ქველიცენზიით გაცემა, თუმცა შესაძლებელია მესამე პირის მიერ (სააგენტო/აგენტი, შუამავალი) მომხმარებლის სასარგებლოდ პროგრმულ პროდუქტზე სარგებლობის უფლების შეძენა.
    9. მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი დააყენოს პროგრამული პროდუქტი უფრო მეტ ელექტრონულ მოწყობილობაზე, ან განახორციელოს მისი კოპირება ვიდრე მას შეძენილი და/ან ნებადართული აქვს და/ამ უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
    10. დაუშვებელია პროგრამული პროდუქტის კოპირება და/ან მისი კოდის გადაკეთება ან/და სხვაგვარი ცვლილება/გადაკეთება, პროგრამული პროდუქტ(ებ)ით სარგებლობის უფლების მოპოვების/არაკეთილსინდისიერი მოპოვების და/ან მისი ღირებულების გადახდის თავიდან აცილების ან ნებისმიერი სხვა მიზნით.
    11. დაუშვებელია კოპირებული და/ან გადაკეთებული და/ან არალიცენზირებული პროგრამული პროდუქტის გამოყენება.
    12. დაუშვებელია პროგრამული პროდუქტის სეპარაცია. იგი განიხილება ერთიან პროდუქტად. დაუშვებელია მისი კომპონენტების სეპარაცია ერთზე მეტ კომპიუტერზე.
    13. დაუშვებელია მომხმარებელმა მოახდიონის პროგრამული პროდუქტის გამოქვეყნება, მესამე პორებისთვის კოპირების მიზნით.
    14. გაქირავება, გასესხება, ლიზინგით გაცემა ან რაიმე ფორმით მესამე პირისთვის გადაცემა.
  5. ინტელექტუალური საკუთრება
    1. ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ნებისმიერი უფლება პროგრამულ პროდუქტზე ეკუთვნის შპს ,,ფლაგინს“-ს.
    2. დაუშვებელია ამ ხელშეკრულების რომელიმე დებულების განმარტება როგორც შპს ,,ფლაგ ინს“-ის მიერ პროგრამულ პროდუქტზე მომხმარებლისთვის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ნებისმიერი ქონებრივი ან/და არაქონებრივი უფლების მინიჭება.
    3. მომხმარებელი ვალდებულია არ დაარღვიოს შპს ,,ფლაგინს“-ს კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების სამართლის არც ერთი უფლება და ასევე არ დაუშვას მესამე პირთა რაიმე სახის წვდომა მისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული პროგრამულ პროდუქტზე და ამ მესამე პირების მიერ შპს ,,ფლაგინს“-ს კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების სამართლის უფლებების ნებისმიერი დარღვევა.
  6. ხელშეკრულების ღირებულება
    1. პროგრამული პროდუქტით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის მომხმარებელი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს შპს ,,ფლაგინს“-ს ჰონორარი, რომლის ოდენობა და პირობები განთავსებულია შპს ,,ფლაგინს“-ს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე: https://plugins.ge/
    2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო, ელექტრონული ფორმით საბანკო პლასტიკური ბარათის ან/და საბანკო გადარიცხვის ან/და ვებ-გვერზე დაშვებული სხვა საშუალებების მეშვეობით.
  7. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
    1. შპს ,,ფლაგინს“-ს უფლება აქვს:
      1. მოითხოვოს მომხმარებელს პროგრამული პროდუქტის გამოყენება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული წესითა და მეთოდებით;
      2. დადოს მესამე პირებთან წინამდებარე შეთანხმების ანალოგიური ხელშეკრულებები პროგრამული პროდუქტით სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ, მათ შორის იმავე ტერიტორიაზე, რომელზეც მომხმარებელს მინიჭებული აქვს სარგებლობის უფლება;
      3. შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის წვდომა პროგრამულ პროდუქტზე, მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში.
    2. მომხმარებელს აქვს უფლება:
      1. გამოიყენოს პროგრამული პროდუქტი შეთანხმებით გათვლისწინებული წესითა და მეთოდებით;
    3. მომხმარებელი ვალდებულია:
      1. გადაუხადოს შპს ,,ფლაგინს“-ს გასამრჯელო დადგენილი წესით.
  8. ფორს-მაჟორი
    1. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, ომი, კარანტინი, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირება, საზოგადოებრივი არეულობა, ცვლილებები კანონმდებლობაში, აგრეთვე მთავრობის მხრიდან ისეთი ნორმატიული ან ადმინისტრაციული შეზღუდვ(ებ)ის დადგენა, რომელიც ზეგავლენას ახდენს ვალდებულების შესრულებაზე, უბედური შემთხვევები ან სხვა გარემო-პირობები, და ა.შ.) ზეგავლენით, რომლის წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება მხარეების შესაძლებლობას აღემატებოდა. დაუძლეველი ძალით გამოწვეული მოვლენები ეწოდება მოვლენებს, რომლის წარმოშობასა და განვითარებაზე მხარეებს ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ (ფორს-მაჟორი).
    2. მხარე, რომელსაც მიზეზად დაუძლეველი ძალის მოვლენები მოჰყავს, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ ფორს-მაჟორის მოვლენის დადგომიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს წერილობით ასეთი მოვლენების დადგომისა და მისი სავარაუდო ვადის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან. ამასთან, მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს დაუძლეველი ძალის მოვლენების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ამ მოვლენამ არსებითად ხელი შეუშალა მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულებაში.
  9. კონფიდენციალურობა
    1. მხარეები ვალდებული არიან, როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრების შემდეგაც დაიცვან მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
    2. კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ინფორმაციას ან ინფორმაციის გამჟღავნებას:
      1. რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისათვის მეორე მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე;
      2. თუ ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო წესით მისი უფლებების განსახორციელებლად);
      3. რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან;
      4. თუ ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნება მოხდება: ა) მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, რა შემთხვევაშიც ინფორმაციის გამცემი მხარე სრულად აგებს პასუხს მესამე პირის მიერ მისთვის გადაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე ან ბ) რომელიმე მხარისგან დამოუკიდებლად.
  10. კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
    1. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.
    2. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა წყდება მოლაპარაკებს გზით. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ საქართველოს საერთო სასამართლოებს, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად.
  11. პასუხისმგებლობა
    1. პროგრამული პროდუქტი და მისი თანმხლები დოკუმენტაცია წარმოდგენილია ”როგორც არის” ისეთი ფორმით. პროგრამულ პროდუქტს შესაძლოა აღმოაჩნდეს ხარვეზი ან/და იფუნქციონიროს შეცდომებით, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ პროგრამულ პროდუქტი არაფუნქციონალურია და ვერ გამოიყენება პრაქტიკაში დანიშნულებისამებრ. შპს ,,ფლაგინს“ არ იძლევა გარანტიას და არ ეკისრება არავითარი (მათ შორის ფინანსური) პასუხისმგებლობა, რომ პროგრამული პროდუქტი არის უშეცდომო ან/და იფუნქციონირებს ყოველგვარი ხარვეზის გარეშე. მომხარებლისთვის აღნიშნული ცნობილია და არავითარი პრეტენზია არ გააჩნია აღნიშნულთან დაკავშირებით.
    2. თუ პროგრამული პროდუქტი აღმოჩნდება არაფუნქციონალური და მომხმარებელის მიერ ვერ ხდება მისი გამოიყენება პრაქტიკაში დანიშნულებისამებრ, მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება პროგრამული პროდუქტის შეძენიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შპს ,,ფლაგინს“ ვალდებულია განახორციელოს მასთან დაკავშირებით მიღებული ყველა თანხების უკან დაბრუნება, ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრული ოდენობით. ამ პუნქტში გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ პრეტენზიები არ მიიღება.
    3. ყველა სახის უფლება მომხმარებლის მონაცემებზე ეკუთვნის მომხმარებელს. შესაბამისად შპს ,,ფლაგინს“-ს არ ეკისრება არავითარი პასუხისმგებლობა აღნიშნულ მონაცემებზე (მათ შორი მათ მომხმარებლის მიერ აღნიშნული მონაცემების შენახვასა და დამუშავებაზე).
    4. თუ გამოვლინდება, რომ მომხმარებელი არასანქცირებულად სარგებლობს პროგრამული პროდუქტ(ებ)ით ან/და არღვევს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს, მომხმარებელი ვალდებულია დაუყონებლივ შეწყვიტოს პროგრამული პროდუქტ(ებ)ით სარგებლობა, ხელშეკრულების პირობების დარღვევა და დაუყონებლივ გადაუხადოს შპს ,,ფლაგინს“-ს მის სარგებლობაში არსებული პროგრამული პროდუქტ(ებ)ის (მისი ყველა ეგზემპლარის) ჯამური ღირებულება. ამასთანავე, შპს ,,ფლაგინს“ უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მომხმარებელს პროგრამული პროდუქტის დაბრუნება ან წარუდგინოს მომხმარებელს წერილობითი მიწერილობა დარღვევის აღმოფხვრის შესახებ და განუსაზღვროს ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.
    5. წინამდებარე ხელშეკრულების 4.6.-4.14. პუნქტების, ასევე ხელშეკრულების მე-5 და მე-9 მუხლების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს და/ან მესამე პირს დაეკისრება ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით. ამასთან მომხმარებელის მიმართ მოქმედებს ხელშეკრულების 11.4. პუნქტით გათვალისწინებული წესები.
  12. სპეციალური პირობები
    1. წინამდებარე ხელშეკრულება არ თავისი შინაარსით არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ლიცენზიას და ამასთან დაკავშირებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების მომხმარებლისათვის მინიჭება არ ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას.
    2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეთანხმება წარმოადგენს მიერთების ხელშეკრულებას და იდება გამარტივებული წესით შეთანხმების პირობებთან მიერთების გზით, რომელიც ელექტრონული ფორმით განთავსებულია ინტერნეტ ქსელში მისამართზე https://plugins.ge/eula/
    3. წინამდებარე შეთანხმება არის მიერთების ხელშეკრულება და მხარეებისგან არ მოითხოვს შესრულებული სამუშაოების ორმხრივი აქტების წარდგენას და/ან ხელმოწერას.
    4. ხელშეკრულების აღნიშნული წესები აგრეთვე მოქმედებს პროგრამული პროდუქტის განახლებებზე, დამატებასა და მხარდაჭერაზე.
    5. ინტერნეტ ქსელის მისამართზე – https://plugins.ge/ რეგისტრაციით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას საინფორმაციო შეტყობინებების, ასევე სარეკლამო ინფორმაციის ნებისმიერი გზით მიღებაზე, მათ შორის სატელეფონო კავშირის არხების, ინტერნეტ-მესენჯერების შეტყობინებების («Viber», «WhatsApp», «Telegram» და ა.შ.) მეშვეობით, იმ მიზნითა და შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული თანხმობის აუცილებლობა გათვალისწინებულია კანონმდებლობით რეკლამის შესახებ.
  13. სხვადასხვა
    1. მხარეთა უფლებები და ვალდებულებანი რეგულირდება ამ ხელშეკრულებით და მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.
    2. ხელშეკრულების რომელიმე მუხლის/პუნქტის ბათილობა არ იწვევს ხელშეკრულების ბათილობას.
    3. წინამდებარე ხელშეკრულება ცვლის მხარეთა შორის არსებულ ყველა იმ ზეპირ და წერილობით შეთანხმებას, ხელშეკრულებას და სხვა სახის აქტს, რომელიც არსებობდა წინამდებარე ხელშეკრულების მიღებამდე.
    4. შპს ,,ფლაგინს“ უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ დრო და დრო შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე ხელშეკრულებაში და განახლებული/მოდიფიცირებული ლიცენზიის პირობები განათავსოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვებ მისამართზე.
    5. წინამდებარე ხელშეკრულება იურიდიულ ძალას იძენს მომხმარებლის მიერ მასზე მიერთების დღიდან და მოქმედებს მხარეთ მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვნად შესრულებამდე.
https://laris1381.com/
https://tekno881.com/
https://laris1383.xyz/
https://laris1384.bio/
https://martel4d2i.xyz/
https://majalah4d2.pro/
https://tekno882.pro/
https://tekno88g.bio/
https://majalah4d4.bio/
https://semuttempur.site/
https://ciloktahu.xyz/
https://majalah4dl.com/
https://pausorca.xyz/
slot gacor
slot maxwin
slot toto
toto slot
slot toto
toto slot
slot gacor
slot maxwin
slot toto
toto slot
slot toto
toto slot
slot gacor
slot maxwin
https://slot777.hariansiber.com/
https://slot-anti-rungkad.hariansiber.com/
https://slotgacorhariini.smkpgri1mejayan.sch.id/
https://slot.yudharta.ac.id/shop/
https://slot.satuacara.com/slot-gacor/
https://www.atoptg.com/
https://lakbaybaguio.com/
https://antiprobs.com/
https://ladiesgadgets.com/
https://rtpslot.tangerangdigital.id/
https://slot-gacor.bmwdrivertraining.com.br/
https://ontaarab.xyz/
https://udangrebon.shop/
https://slot-gacor-thailand.bmwdrivertraining.com.br/
https://maxwin.tangerangdigital.id/
https://pemko.tangerangdigital.id/
https://portal.bmwdrivertraining.com.br/
slot gacor
slot maxwin
https://kartu.bankbprgarut.co.id/
https://putusan.pta-jakarta.go.id/
https://cctv.sikkakab.go.id/slot-gacor-maxwin/
https://jadwal-kehadiran.pa-majalengka.go.id/
https://lowongan.mpi-indonesia.co.id/
https://e-learning.sman2sintang.sch.id/
https://cctv.sikkakab.go.id/
https://penerimaan.uinbanten.ac.id/slot777/