ტექნიკური დახმარების მისაღებად, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:
- პლაგინის სრული დასახელება
- პრობლემის დეტალური აღწერა (+ შეცდომის ტექსტი ან სურათი)
- პლაგინი მუშაობდა და ეხლა შეწყვიტა ფუნქციონირება? თუ ახალი დაყენებულია (არასდროს უმუშავია)?
- პლაგინის პარამეტრების სურათი
- პლაგინის აქტივაციის გვერდის სურათი (გაეცანით პლაგინის აქტივაციის ინსტრუქციას)
ასევე გთხოვთ:
- სურათები ატვირთეთ imgbb.com-ზე და გამოგვიგზავნეთ მხოლოდ ატვირთული სურათების ლინკები.
- ტექსტური მასალა კი pastebin.com-ზე და გამოგვიგზავნეთ მხოლოდ ატვირთული მასალის ლინკები.
- შეეცადეთ აღწეროთ ყველაფერი მოკლედ, მაგრამ გასაგებად.
- რაც უფრო დალაგებულად მოგვაწვდით ამ ინფორმაცის, მით უფრო სწრაფად შევძლებთ თქვენ დახმარებას.
- ეფექტური ტექნიკური დახმარების მისაღებად ჯობია დაგვიკავშირდეთ ფეისბუქით, ან ელექტრონული ფოსტით [email protected].
ადმინ პანელზე წვდომა
იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ჩვენთვის ადმინ პანელზე წვდომის მოცემა, გთხოვთ, ნუ გამოგვიგზავნით username/password-ს. გამოიყენეთ ეს პლაგინი, რომ დააგენერიროთ ერთჯერადი შესვლის ლინკი და მხოლოდ ეს ლინკი მოგვაწოდეთ.