ეს პროცედურა გამოსადეგია იმ შემთხვევაში, თუ:
- ცვლით ვებ-გვერდის დომეინს
- ცვლით ჰოსტინგის პროვაიდერს
- აკეთებთ ვუკომერსის და ვორდპრესის რეინსტალაციას
- გადაგაქვთ ლიცენზია სატესტო საიტიდან პროდაქშენში
- დაგავიწყდათ ლიცენზიის დეაქტივაცია ძველ საიტზე და ლიცენზიის ახალ საიტეზე აქტივაციისას ხედავთ შემდეგ შეცდომას: Exceeded maximum number of activations.
ჩვენ ვებ-გვერდზე https://plugins.ge მოძებნეთ ღილაკი “ჩემი ანგარიში”.
![](https://plugins.ge/uploads/2023/08/my-account-1024x664.png)
გაიარეთ ავტორიზაცია იმ ელ. ფოსტით და პაროლით, რომლითაც პლაგინი შეიძინეთ.
![](https://plugins.ge/uploads/2023/08/login-1024x664.png)
მარცხენა მენიუში დააჭირეთ “API გასაღებები”.
![](https://plugins.ge/uploads/2023/08/account-menu-api-keys-1024x664.png)
შესაბამისი პლაგინის ქვემოთ გამოჩნდება საიტის დასახელება და აქტივაციის თარიღი. დააჭირეთ “წაშლა”-ს.
![](https://plugins.ge/uploads/2023/08/api-key-delete-1024x664.png)
ახლა ისევ იგივე გასაღებით შეძლებთ პლაგინის თავიდან გააქტიურებას.